вторник, 7 апреля 2009 г.

სიახლე


სამასი არაგველის სახელობის ბაღში, მაჩაბლის კედელთან დაიდგა მემორიალი. ეს არის ასლი ვანის არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოჩენილი სამსახიობო ნიღბისა.
მემორიალი დაიდგა 2009 წლის 14 იანვარს, ქართული თეატრის დღესთან დაკავშირებით. ადგილი კი შეირჩა მაჩაბლის და მისი დასის პატივსაცემად, რადგან ის იყო ერთადერთი შემთხვევა, როდესაც მთელი თეატრალური დასი და მათი ხელმძღვანელი, ბოლო კაცამდე ბრძოლის ველზე გმირულად დაეცა.